შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს. 1947–1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული და პედიატრიული ფაკულტეტების საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ლაბორანტი; 1951-1954წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი და კლინიკური ქირურგიის ასპირანტი; 1955 წლიდან ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 159 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია. არის ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვრილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის ზოგიერთი საკითხი მის ვრცელ რეზექციასთან დაკავშირებით", დაიცვა 1954 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ახალი სისხლშემცველი – "ჟელატინინი" ("ჟელატინინის" მომზადების მეთოდით დამუშავება და მისი ექსპერიმენტული შესწავლა"), დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |