შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი; 1997 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია: "პანკრეასში რეგენერაციული პროცესების მორფო–ფუნქციური ანალიზი" (1972), "საერთაშორისო ჰისტოლოგიური ნომენკლატურა" (1977), "ემბრიოლოგიურ ტერმინთა მოკლე განმარტებითი ლექსიკონი" (1986). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რეგენერირებული პანკრეასის მორფო–ფუნქციური ანალიზი", დაიცვა 1969 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |