შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ უბერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1972წწ. იყო ზუგდიდის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1972–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1975–1978წწ. ასპირანტი; 1978 წელს ასისტენტი; 1989 წელს დოცენტი; 1998 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობასა და კარდიტებს, ათეროსკლეროზის პრედიქტორებს ბავშვებში. გამოცემული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი; პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის უკმარისობის დახასიათება კარდიტების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების რისკ ფაქტორები და მათი კორექციის გზები ამ დაავადებით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ქართველ ბავშვებში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |