შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ უმიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების დგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1948წწ. იყო სოფელ დიცის საექიმო უბნის გამგე; 1949–1954წწ. სამხედრო ჰოსპიტლის პედიატრი; 1954–1969წწ. ქალაქის N1 საავადმყოფოს ორდინატორი, შემდგომ ბავშვთა თერაპიული განყოფილების გამგე; 1969 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1964–1986წწ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს მთავარი პედიატრი; 1986–1992წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკის მთავარი პედიატრი; ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთაგან 76 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს სამედიცინო ჟურნალებსა და სამეცნიერო შრომებში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი–ბროშურა. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.268; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.38 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |