The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ უმიკაშვილი

დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2013  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების დგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1948წწ. იყო სოფელ დიცის საექიმო უბნის გამგე; 1949–1954წწ. სამხედრო ჰოსპიტლის პედიატრი; 1954–1969წწ. ქალაქის N1 საავადმყოფოს ორდინატორი, შემდგომ ბავშვთა თერაპიული განყოფილების გამგე; 1969 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1964–1986წწ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს მთავარი პედიატრი; 1986–1992წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკის მთავარი პედიატრი; ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთაგან 76 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს სამედიცინო ჟურნალებსა და სამეცნიერო შრომებში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი–ბროშურა.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.268; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.38

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "საქართველოს პედიატრის" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, მდივანი
  • საქართველოს სამედიცინო სოციალური აკადემია, საპატიო აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1989 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1981 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: