Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟანა უჩანეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1974–1976წწ. მუშაობდა რუსთავის სასწრაფო დახმარების სადგურში; 1976–1989წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში; 1974–1976წწ. იყო თბილისის სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1979–1984წწ. რკინიგზის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–კარდეოლოგი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობის ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკის, გარეგანი სუნთქვის და ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის მაჩვენებლები გულის უკმარისობით მიმდინარე გულის იშემიური დაავადების დროს ნიტროსორბიდ დინიტრატით მკურნალობისას", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |