The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1951  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1975წწ. მუშაობდა თბილისის ბავშვთა N3 საავადმყოფოში; 1975–1980წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის  კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980–1985წწ. ასისტენტი; 1986–1988წწ. დოცენტი; 1988 წლიდან პედიატრიის კათედრის გამგე; 1991–1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი. ავტორია 203 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 83 გამოქვეყნებულია უცხოურ გამოცემებში. მისი შრომები ცალკეულ თავებად შესულია 5 მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში. ეკუთვნის 4 მეთოდიკური რეკომენდაცია და 15 რაციონალური წინადადება. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია. არის ჟურნალ "საქართველოს პედიატრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი ზოგად პედიატრიაში; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების ფერმენტული სტატუსი და ულტრასტრუქტურა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.271

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის პედიატრთა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ამერიკულ–ქართული სამედიცინო აკადემია , დამფუძნებელი
  • ანაერობულ ბაქტერიათა და იმუნოდეფიციტურ დაავადებათა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ქიმიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება, წევრი
  • პედიატრ–ქიმიოთერაპევტთა საზოგადოება, პრეზიდენტი
  • საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ლუიზიანის შტატის სამედიცინო საზოგადოების დიპლომი (აშშ)
  • 1994 - ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემია (დიდი ბრიტანეთი)
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1993 - სოდერბურგის ფონდის პრემია (შვედეთი)
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: