The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ფირფილაშვილი

პავლე ფირფილაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1965წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად უროლოგიაში; 1957–1958წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1959–1961წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული განყოფილების ექიმ–ლაბორანტად; 1961 წლის ნოემბრიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის. პირველად კავკასიაში, მის მიერ იქნა დაწესებული და ამჟამად გრძელდება კვლევა პალეოპათოლოგიაში. ორთოპედ–ტრავმატოლოგი, პალეოპათოლოგი, მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ორდინატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პალეოპათოლოგიური მასალები დაავადებების, დაზიანებების და სამკურნალო მანიპულაციების შესწავლისათვის ძველ საქართველოში" (რუსულ ენაზე), დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: