შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ჭოჭუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1949-1956წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1956-1962წწ. ორდინატორი; 1962-1963წწ. ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე; 1963-1966წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966-1983წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წლიდან პედიატრიული ჯგუფის ხელმძღვანელი; ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა და ჭაბუკთა ასაკში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა თავისებურებების შესწავლას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პირობითი რეფლექსური და ზოგიერთი კლინიკო–მორფოლოგიური ცვლილებები ექსპერიმენტული რევმატიზმის დროს", დაიცვა 1962 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |