შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ფარმაცევტული ინსტიტუტი 1945 წელს. 1945-1946წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1946-1954წწ. ასისტენტი; 1954-1965წწ. დოცენტი; 1965-1972წწ. პროფესორი; 1972-1997წწ. ამავე კათედრის გამგე; 1972-1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პროვიზორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციის ლაბორატორიას; ავტორია 240 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 18 წიგნი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო; მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 17 დისერტაცია; 9 აპრილს ხელმძღვანელობდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კომისიას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის ანტრაქინონების შესწავლა", დაიცვა 1952 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "იონმცველი პოლიმერების გამოკვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.354; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |