შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1988-2001წწ. იყო თბილისის თერაპიის ინსტიტუტის, თერაპიის ეროვნული ცენტრის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი; ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, სამი მონოგრაფიის და ერთი საავტორო მოწმობის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ოქსიფედრინის ანტიანგინალური მოქმედება გ. ი. დ. დროს", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "კარდიომიოპათიის კლინიკო–იმუნოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |