The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფირცხალაიშვილი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.

1967–1975წწ. მუშაობდა სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1981–1984წწ. ალჟირში ვილაია "გელმას" ეპიდემიოლოგად; 1975–1992წწ. პარაზიტოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1992 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის ეპიდემიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიომელიტის ვაქცინაციისა და ენტეროვირუსების შესახებ", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.276

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: