შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიული ფოფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინი ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1975 წელს. 1976–1980წწ. იყო ბავშვთა N13 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1980–1995წწ. ამავე პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგე; 1995 წლიდან ამავე პოლიკლინიკის უბნის პედიატრი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. ეწეოდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას ექიმებთან განყოფილების გამგედ მუშაობისას. მფლობელია 2 სერთიფიკატისა ლაქტაციის მართვის, რესპირაციული და დიარეული დაავადებების მკურნალობის შესახებ. მონაწილეა რესპუბლიკური და საკავშირო კონფერენციების. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპობარული ჰიპოქსიის გავლენა ჰიპოფიზ–თირკმელზე და ჯირკვლის სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე ბრონქიტის დროს ბავშვებში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.277; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |