შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ფრუიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 2004-2010წწ. მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ჰემოდინამიკის თავისებურებანი ახალშობილებში გულის თანდაყოლილი მანკების რადიკალური კორექციის შემდგომ უახლოეს პერიოდში", დაიცვა 1988 წელს. სადოქტორო დიასერტაციის თემა - "მუცლის ღრუს ცეცხლნასროლი ჭრილობები", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.277; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |