შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქარაზანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987 წელს გაიარა ინტერნატურა ქირურგიაში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე; 1987-1989 წწ. იყო კლინიკური ორდინატორი უროლოგიის კათედრაზე მოსკოვის ცენტრალურ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1989-1991წწ. - ამავე ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასპირანტი; 1995 წელს გაიარა კლინიკური სტაჟირება ონკოუროლოგიასა და ზოგად უროლოგიაში ნაიმეგენის (ჰოლანდია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიურ დეპარტამენტში; 1996 წელს - კლინიკური სტაჟირება ოპერაციულ უროლოგიაში და ენდოუროლოგიაში მაინის ოფენბახის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგირ დეპარტამენტში; 1997-1998 წწ. - კლინიკური და სამეცნიერო მუშობა უროლოგიაში ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში; 2000-2001 წწ. - კლინიკური და სამეცნიერო მუშობა მალმოს (შვედეთი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში; 2003 წელს - აკადემიური გაცვლა ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციებს შორის (მეიოს კლინიკა, დუკის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ვანდერბილდტის უნივერსიტეტი, აშშ) და კლინიკური სტაჟირება ზოგად უროლოგიაში ვენის (ავსტრია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტში; 2005-2007 წწ. - კლინიკური-სამეცნიერო მუშობა ონკოუროლოგიასა და ბავშვთა უროლოგიაში ქ. ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში; 2012 წელს - კლინიკური სტაჟირება ლაპარასკოპიულ უროლოგიაში ბერლინის (გერმანია) ვივანტეს კლინიკებში ფრიდრიხზაინსა და ურბანში; 2017 წელს - კლინიკური სტაჟირება ონკოლოგიურ, რობოტულ ქირურგიაში ფლორიდის (ორლანდო, აშშ) ჰოსპიტალში. 1991–2001 წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილების უროლოგი; 1993-1999 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან - საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომიტეტის უმაღლესი კატეგორიის უროლოგი; 1996 წლიდან - სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი; 2001-2004 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის ასისტენტი; 2004 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის დოცენტი; 2005-2006 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის პროფესორი; 2005-2010 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან - ჟურნალ "European Urology"-ს რეცენზენტი; 2006-2009 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის უროლოგიის ასოცირებული პროფესორი; 2007-2012 წწ. - შპს "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების" წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში; 2010-2011 წწ. - "ლეჩკომბინატ N1-ის" სამედიცინო დირექტორი; 2012 წელს - "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის" წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში; 2012 წლიდან - უნივერსიტეტ "გეომედის" სრული პროფესორი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი; 2018 წლიდან - სს "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების" გენერალური დირექტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება ევროპისა და ამერიკის პროფესიონალურ, სამეცნიერო ჟურნალებში: researchgate.net; არის "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" გრანტის მფლობელი (2014, 2016, 2018); არაერთი სახელობითი სტიპენდიის და ჯილდოს მფლობელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში. ექიმი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზედა საშარდე გზების ობსტრუქციული უროპათიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.282; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge; MMT ჰოსპიტალის პორტალი: mmt.ge; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.373 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |