The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან ქემოკლიძე

სულხან ქემოკლიძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1969წწ. იყო გარდაბნის რაიონის, სოფელ გამარჯვების საუბნო საავადმყოფოს ქირურგი; 1969–1971წწ. ჯანდაცვის სამინისტროს ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1972–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან დოცენტი, 1994 წლიდან "ლეგია და გამა" უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე. ავტორია 10–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და მომზადებულია დასაცავად 3 საკანდიდატო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. БАМ -ზე(ნია-გრუზინსკაია) პირველი ოპერაციების წარმოებისათვის მიღებული აქვს სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"Морфо-функциональные изменения поджелудочной железа при ожоговой болезни", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკოსთა და პაციენტთა ღირსების დაცვის საზოგადოება, პრეზიდენტი (1998-)
  • საქართველოს სახელოვნებო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: