The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯენარო ქრისტესაშვილი

ჯენარო ქრისტესაშვილი
Date of birth:19 March, 1940  (85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1969–1971წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1973წწ. სწავლული მდივანი; 1973–1989წწ. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტალური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბებისა და კლინიკური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 112 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს მონოგრაფია: "პერინატალური პათოლოგიის გენეტიკური ასპექტები". 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ე. ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის და უმაღლესი სამედიცინო სკოლის "აიეტის" სამედიცინო გენეტიკის ციკლს, 1998 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორია. რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გენეტიკურად განპირობებული ენდოკრინული დარღვევები, როგორც ქალის უნაყოფობის მიზეზი", დაიცვა 1969 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გენეტიკური ფაქტორების როლი პერინატალურ პათოლოგიაში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289

Member of Organizations

  • სანკტ–პეტერბურგის საერთაშორისო აკადემია "МАНЕБ", წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მედიკო–სოციალურ სამედიცინო აკადემია, წევრი

Bibliography


Share: