შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების გილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს. 1930–1938წწ. იყო კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ბიოქიმიკოსი; 1939–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1969–1985წწ. ამავე კათედრის გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი. ავტორია 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხალმძღვანელობით დაცულია 35 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. არის ექიმი, ბიოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდოვანას გავლენა კრეატინ–კრეატინინის ცვლაზე", დაიცვა 1939 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე", დაიცვა 1951 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |