The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რემა ღვამიჩავა

რემა ღვამიჩავა
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. არის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპრესული და ხელით ჩამოყალიბებული ანასტომოზების შედარებითი დახასიათება კოლაქანის კიბოს ქირურგიული მკურნალობის დროს", დაიცვა მოსკოვში 1998 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ონკოლოგია Cancer Mannual : ეძღვნება თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის 80 წლის იუბილეს : სახელმძღვ. სამედ. სასწ. სტუდ (თანაავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 2010. - 675გვ. . - ISBN: 978-9941-0-2270-8

გააზიარე: