The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ბერიძე

ფილიპე ბერიძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1970  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს.

1958–1961წწ. მუშაობდა რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კომიტეტში კორესპონდენტად; 1961-1966წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" კულტურის განყოფილების გამგედ; 1966-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილების მეცნიერ მუშაკად; იკვლევდა ლირიკის თავისებურებებს; ჟურნალში – "მნათობი", "ცისკარი", "საბჭოთა ხელოვნება", "ლიტერატურული საქართველო", "პიონერი", "დილა" განიხილავდა , აფასებდა, და აჯამებდა ქართული ლიტერატურის თავისებურებებს, განვითარების გზას, ლიტერატურულ პროცესებს; იყო ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლირიკის გამომსახველობითი თავისებურებები", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.85

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: