ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მზია კობერიძე
დაბადების თარიღი: | 1 თებერვალი, 1936 (89 წლის) |
კატეგორია: | მთარგმნელი, ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს.
1960-2005წწ. მუშაობდა გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში": იყო ამ გაზეთის ლიტმუშაკი, კორესპონდენტი, სხვადასხვა განყოფილებების გამგე (მათ შორის კულტურისა და ყოფა–ცხოვრების განყოფილებისა (1980–1991), რედაქტორის მოადგილე (1991-1995), კულტურის, მეცნიერების და განათლების განყოფილების რედაქტორი (1998-2005); 1994-1998წწ. გაზეთ "სიყვარულის" რედაქტორის მოადგილეა; 1997-1998წწ. გაზეთ "საუკუნის გადასახედის" რედაქტორი; 1992-2004წწ. თბილისის ჟურნალისტიკის და სამართლის ინსტიტუტის პრორექტორი; ეწევა მთარგმნელობით მუშაობას.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 100
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია (1962-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ღირსების ორდენი
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაღალპროფესიულ დონეზე წარმოჩენაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პუბლიცისტურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის და ჟურნალისტთა კადრების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის
- 1972 - საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია
- 1970 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ბიბლიოგრაფია
- რაინისი და მისი ძმები : რომანი / როალდ დობროვენსკი (მთარგმნელი). - თბილისი, ცელულოიდის ენები, 2021. - 795გვ.. - ISBN: 9789941837210
- დედის რძე : რომანი / ნორა იკსტენა (მთარგმნელი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2020. - 180გვ.. - ISBN: 9789941474941
- ხუთი თითი : რომანი / მარა ზალიტე (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2015. - 312გვ.. - ISBN: 9789941234644
- ლატვიის ისტორია (მთარგმნელი). - თბილისი, 2014. - 256გვ.. - ISBN: 9789941071898
- ღვთისმშობლის დობილი (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 103გვ.. - ISBN: 978-9941-15-898-8
- სიცოცხლის დღესასწაული : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, "24 საათის" ბიბ-კა, 2011. - 88გვ.. - ISBN: 9941-9031-2-3
- Ossi di seppia (1920-1927) = სიპინის ნიჟარები ; Le Occasioni (1928-1939) = ის შემთხვევითობანი ; La bufera e altro (1940-1954) = გრიგალი : ლექს. კრ. (მთარგმნელი). - თბილისი, "24 საათის" ბიბ-კა, 2008. - 231გვ.. - ISBN: 978-9941-0-0281-6
- თავისუფლების მზის ქვეშ : სლოვენი მწერლის ისტ. რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 551გვ.
|