შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით 1989 წელს; 1991-1996წწ. სწავლობდა ვერონის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 2005 წელს დაამთავრა ბერლინის გერმანული კინო–ტელე აკადემიის (DFFB) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1989-1990წწ. იყო გაზეთ "სამშობლოს" კორესპონდენტი; 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უცხოელებისთვის პირველი საზაფხულო უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი; 1990 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 1991 წელს, საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის მთარგმნელი იტალიურიდან; 1997-2005წწ. ბერლინის ერიკ ენზელაიტის მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგია; 2006 წელს დააარსა სკოლა "ცელულოიდის ენები", რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს; მის მიერ იტალიური ენიდან შესრულებული ლიტერატურული თარგმანები ამ ნაწარმოებების პირველი ქართული თარგმანებია: შვიდი მოთხრობა მიკელანჯელო ანტონიონის მოთხრობების კრებულიდან "კეგლის თამაში ტიბრზე" ("ომეგა", 2001; "Weekend", 2007), იტალო კალვინოს "უჩინარი ქალაქები" ("Weekend", 2006), იტალო კალვინოს "ამერიკული ლექციები" ("ომეგა", 2004; "Weekend", 2007) და ნობელიანტი პოეტის ეუჯენიო მონტალეს სამი პოეტური კრებული; ავტორია კინოფილმების დახმარებით უცხო ენების (იტალიური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენების) სწავლების მეთოდის; 2009 წელს გაზეთ "24 საათში" (თებერვალი-აპრილი) სკოლებში ყმაწვილებისათვის კინოს სწავლების პრობლემატიკას მიუძღვნა ყოველკვირეული საავტორო რუბრიკა "სამონტაჟო". გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "Pause" (მოკლემეტრაჟიანი, 1997, DFFB Link: http://youtu.be/y7MS275UPbA), "Anano" (მოკლემეტრაჟიანი, 1997, DFFB), "Refrain" (მოკლემეტრაჟიანი, 1999, DFFB Link: http://youtu.be/Fcl-Q_kA4s), "Donna Domini" (მოკლემეტრაჟიანი, 1999, DFFB), "Too much of nothing" (მოკლემეტრაჟიანი, 2000), "Liebe Mutter" (მოკლემეტრაჟიანი, 2003, DFFB–3SAT Link: http://youtu.be/QLjlKx9UUDc), "Der kaukasische Kreidekreis für Freunde" (სრულმეტრაჟიანი, დოკუ.–მხატვრული, 2005, DFFB-ტელეიმედი Link: http://youtube/T4hhZDKxo_g ), "ახალი სიმაღლე" (დოკუ. სრულმეტრაჟიანი, 2007-2008), "თამაში ჭვავის ყანაში" (დოკ. მოკლემეტრაჟიანი, 2011), "ოპერაცია ცელულოიდის ენები" (მოკლემეტრაჟიანი, 2014, Link: http://youtube/IDSqMneHqcO), გუნდური ფრენა (დოკ., 93 წთ., 2017), სიტყვის კაცი (დოკ., 83 წთ., 2018). კინორეჟისორი, ფილოლოგი, მთარგმნელი, იტალიანისტი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |