The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ღიბრაძე

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1925  (94 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960 წლიდან ხელმძღვანელობს განყოფილებას. ავტორია 205 სამეცნიერო ნაშრომის გულსისხლძარღვთა სისტემის მორფოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის არტერიები და კაპილარები", დაიცვა 1954 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქების და ფილტვის სისხლძარღვები ნორმის, ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში", დაიცვა 1963 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.295

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1998-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემია
  • უკრაინის მორფოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: