შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1983 წელს. 1983–1984წწ. ინტერნატურა გაიარა N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1984–1988წწ. ორდინატურა – თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე; 1986–1991წწ. იყო ამავე კათედრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1993წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1992–1993წწ. მუშაობდა ექიმ სტომატოლოგად შპს ფირმაში "სტომატოლოგი"; 1994 წლიდან "უნიდენტის" თანამშრომელია. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის; ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთან. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტის მკურნალობა პლაფერონით", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |