The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თამარ ყანდაშვილი

თამარ ყანდაშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1960  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან დაავადებათა N1 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1986–1987წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ორდინატორი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევდიკის კათედრის ასისტენტი; 1998-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის დოცენტი. აკად. ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი"– ს ექიმი-თერაპევტი, გასტროენტეროლოგი 2011 წლიდან; 1999 წლიდან ჯანდაცვის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის მართვისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტ-თერაპევტი; 2004 წლიდან საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  ექსპერტი თერაპევტი; 2013 წლიდან საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, გამგეობის წევრი და ექსპერტი სპეციალობებში: შინაგანი სნეულებანი, გასტროენტეროლოგია; 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი "შინაგანი მედიცინა" და "გასტროენტეროლოგია"; თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის 7 სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) თანაავტორი. არის სხვადასხვა პროექტების ავტორი და თანაავტორი: "ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პრევენცია"(ჯანდაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის გრანტი, პროექტის ავტორი), "თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – ფაქტებზე დამყარებული მედიცინის განვითარება – სასწავლო კურსის დანერგვა და უზრუნველყოფა"(ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" გრანტი, პროექტი– pH/-1/02, პროექტის ავტორი), საქართველოს ბავშვთა განვითარების და რეაბილიტაციის ფონდისთვის «Sonnenschein» გერმანიის საელჩოს ტექნიკური დახმარების ფონდის გრანტის პროექტის თანაავტორი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიას, ლაზეროთერაპიას, მინერალურ ცვლას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი(2015).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაზეროთერაპიის ეფექტურობა ღვიძლის ცეროზისა და ქრონიკული ჰეპატიტების კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია , პრეზიდენტი (2004-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: