შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯვებენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. როსტოვდონის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა ქ. ელისტის(კალმიკიის ავტ. რესპუბლიკა) სამშობიარო სახლში; 1963-1964წწ. ქ. კრასნოდარის სამშობიარო სახლში; 1964-1966წწ. იყო ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად; 1966-1967წწ. კრასნოდარის N1 ცენტრალური კლინიკური სამშობიაროს ექიმი-ორდინატორი; 1968-1970წწ. მუშაობდა კ. ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტად, ხოლო 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგეა. ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომ ისა რომლებიც ეხება ორსულობის მე-2 ნახევრის ტოქსიკოზების მკურნალობას, ლაზერის სხივების სამკურნალოდ გამოყენებას მეანობა-გინეკოლოგიაში. აქვს 8 რაციონალიზატორული წინადადება და 10 მეთოდური წერილი. მიღებული აქვს რსფრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს დიპლომი (1962), სსრკ ჯანდაცვის წარჩინებულის წოდება (1974). საკანდიდატო დისერტაციის თემა - Применение бикарбонатно-плазменного расствора при лечении токсикозов во втором половины беременности", დაიცვა 1971 წელს ქ. ვილნიუსში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Клиническое течении и исход беременности для матери и плода при применении лучей лазера в комплексе лечений нефропатии беременности", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |