შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1977წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1977-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; შემდეგ, ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თამამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დირექტორის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი; საქართველოს ნევროლოგიური ფორუმის დამფუძნებელი. მის სამეცნიერო ნაშრომებში გაშუქებულია ნეიროიმუნოლოგიის, ინსულტების ეპიდომოლოგიის და დემენციის სხვადასხვა ასპექტები. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Некоторые показатели имунитета и система имунитета у больных и вторично генерализованных епилептическим припадком и височной эпилепсии", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პირველადი დემენციების ნევროლოგიური ასპექტები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.394; ნიუჰოსპიტალს: newhospitals.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |