The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ჯანელიძე

მარინე ჯანელიძე
Date of birth:22 August, 1952  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1977წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1977-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; შემდეგ, ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თამამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დირექტორის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი; საქართველოს ნევროლოგიური ფორუმის დამფუძნებელი. მის სამეცნიერო ნაშრომებში გაშუქებულია ნეიროიმუნოლოგიის, ინსულტების ეპიდომოლოგიის და დემენციის სხვადასხვა ასპექტები. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Некоторые показатели имунитета и система имунитета у больных и вторично генерализованных епилептическим припадком и височной эпилепсии", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პირველადი დემენციების ნევროლოგიური ასპექტები", დაიცვა 1995 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.394; ნიუჰოსპიტალს: newhospitals.ge

Member of Organizations

  • ინსულტის დაძლევის საქართველოს ფონდი "ნეიროექსპრესი", თავმჯდომარე
  • ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა კავშირი, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

Bibliography


Share: