The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ჯაიანი

დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბელორუსია.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის სახმელეთო ჯარების ექიმთა მომზადების ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1977წწ. იყო ლენინგრადის ოლქში პოლკის უფროსი ექიმი; 1977-1979წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირურგიაში; 1979-1989წწ. მუშაობდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მასწავლებლებლად; 1989-1998წწ. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მთავარი ექიმის მოადგილედ; 1993 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო- სამედიცინო ფაკულტეტის სამხედრო-საველე ქირურგიის ციკლის უფროსი; 1998 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი. ავტორია 88 სამეცნიერო ნაშრომისა ქირურგიის, სეფსოლოგიის და ონკოლოგიის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის  თემა - "კუჭის მალიგიზირებული წყლულის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა" , დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქირურგიული სეფსისის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ოპტიმიზაცია" , დაიცვა 1992 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: