შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1952წწ. იყო ტყიბულის ტრავმატოლოგიური პუნქტის გამგე; 1952-1963წწ. რესპუბლიკური ტუბინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ძვალ-სახსრის განყოფილების უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტრავმატოლოგია-ორთოპედიისა და საველე ქირურგიის კურსის ასისტენტი, დოცენტი; 1970-1980წწ. ამავე კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის აქტუალურ საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წელისა და გულმკერდის მალების ტუბერკულოზური სპონდილიტი ექსპერიმენტში", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.367 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |