The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა გოგეშვილი

ცირა გოგეშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიისა და ავტომატიკის ფაკულტეტი; საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1981 წლიდან იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: "მნათობი", "ცისკარი", ლიტერატურული საქართველო", "პირველი სხივი", "პარალელი", "სათავე", "ხატოვანი მოტივაციები", "დილა", "მზე შინა", "ამერიმერი" და ა.შ.; ავტორია საკუთარ ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა; მისი ლექსები და მოთხრობები ნათარგმნია ინგლისურ და რუსულ ენებზე; ეწევა მთარგმნელობით მუშაობას.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: