შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აჩი ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის და მათემატიკის ფაკულტეტი 2009 წელს. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ჭოროხში". სამ ავტორთან ერთად გამოსცა ლექსების ორი კრებული "აბგდ" (2010 და 2016 წლებში). 2014 წელს გამოსცა დამოუკიდებელი ლექსთა კრებული "ქაოსი"; 2007 წლიდან მუშაობდა ქალაქ ბათუმის მერიაში, საკრებულოში ადმინისტრატორად და რამდენიმე კერძო კომპანიაში; ამჟამად მუშაობს იუსტიციის სახლში, ტექნიკურ ზედამხედველად. პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.59-60; biblioteka.litklubi.ge; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.19 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |