The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აჩი ბერიძე

აჩი ბერიძე
ოფიციალური სახელი:არჩილ ბერიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1987  (36 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის და მათემატიკის ფაკულტეტი 2009 წელს.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ჭოროხში". სამ ავტორთან ერთად გამოსცა ლექსების ორი კრებული "აბგდ" (2010 და 2016 წლებში). 2014 წელს გამოსცა დამოუკიდებელი ლექსთა კრებული "ქაოსი"; 2007 წლიდან მუშაობდა ქალაქ ბათუმის მერიაში, საკრებულოში ადმინისტრატორად და რამდენიმე კერძო კომპანიაში; ამჟამად მუშაობს იუსტიციის სახლში, ტექნიკურ ზედამხედველად. პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.59-60; biblioteka.litklubi.ge; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.19

ბიბლიოგრაფია

  • "მეცხრე ტალღა" : ახალგაზრდა პოეტების ლექსები (თანაავტორი). - თბილისი, შპს გამ-ბა "ლამპარი-99, 2011. - 195გვ.. - ISBN: 978-9941-9205-5-4
  • მერანი : ახალგაზრდა პოეტთა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, დავითი, 2010. - 192გვ.. - ISBN: 978-9941-0-3005-5

გააზიარე: