Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ დოდორქელი![]()
Biographyმეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში. ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ გრ. დოდორქელი, რომელსაც ხუცესმონაზონადაც მოიხსენიებენ, მოღვაწეობდა XVII ს. 20-30-იან წლებში(პლ. იოსელიანი, ზ. ჭიჭინაძე), მაგრამ სხვადასხვა საბუთებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გრ. დოდორქელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში, დავით გარეჯის დოდოს მონასტერში, ერეკლე პირველის მეფობისას. 1703-1713წწ. მან დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ". ეს თხზულება, რომელიც შესანიშნავი მხატვრული ტექსტია. ასევე, სანდო ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს, ავტორი საკმაოდ ოსტატურად, დახვეწილი მხატვრული ენით ყვება ქეთევან დედოფლის თავგადასავალს, ამასთანავე, ქეთევანის ღვაწლის იდეურ მნიშვნელობაზეც საუბრობს. ამ ტექსტის გარდა, გრიგოლ დოდორქელი რამდენიმე, მათ შორის, ქეთევანისადმი მიძღვნილი საგალობლის ავტორიცაა. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |