შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1976წწ. ასისტენტი; 1976–1988წწ. დოცენტი; 1988–1990წწ. პროფესორი; 1990 წელს კათედრის გამგე. 1994-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. იყო ორი სადოქტორო და ხუთი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და კონსულტანტი. პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლძარღვოვანი რეაქციები შრატის მიერ სენსიბილიზაციის დროს", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეგიონული სისხლის მიმოქცევა და მიკროჰემოცირკულაცია ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის პროცესში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.299; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |