შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ შიშნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლვოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს. 1972–1983წწ. იყო თბილისის მე-4 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ფილიალის გამგე; 1983–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, 2 გამოგონების და 3 მეთოდური რეკომენდაციის. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტომატოლოგიურ ავადმყოფთა პრემედიკაცია", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების სიტუაციური ანალიზი და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.379; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |