The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ შოშიაშვილი

დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1989–1992წწ. საკავშირო ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ასპირანტი; 1992 წლიდან თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ორდინატორია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ცერებრული დამბლის ქირურგიული მკურნალობის შედეგებს, აპენდიქსის მიქსოგლობულოზის შემთხვევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზომვის რეოგრაფიულ მეთოდს, პერიოპერაციული იმუნოკორექციის საკითხებს ონკოლოგიაში. ანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიოპერაციული იმუნოკორექცია ონკოლოგიურ ავადმყოფებთან", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.317

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: