შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1984–1988წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1984–1986წწ. სანიტარული განათლების რესპუბლიკური ცენტრის ექიმი; 1986 წლიდან ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგიური ანატომიის განყოფილების ექიმი–პათანატომი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის, შაქრიანი დიაბეტის, მიკრო და მაკროანგიოპათიების, ათეროსკლეროზის აქტუალურ პრობლემებზე. პათანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტის კედლის სტრუქტურული ცვლილებები ექსპერიმენტული ალოქსანური დიაბეტის დროს", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.330 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |