| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1940-1941წწ. იყო უკრაინის რესპუბლიკის ჩერნოვეცის კორპუსის სამხედრო ჰოსპიტალის ორდინატორი; 1941–1944წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1944–1963წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის და ორთოპედიის კათედრაზე, 1963 წლიდან კათედრის გამგეა; 1959–1972წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი; 1966 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ბავშვთა ქირურგი და ბავშვთა ქირურგიული რესპირაციული ცენტრის ხელმძღვანელი; 160 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო "თავის ქირურგიული დაავადებები" (1948). 1967 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ ბავშვთა ქირურგიის კურსს; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბ.,1977. – გვ.59; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.861-862 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

