The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ავალიანი

სერგი ავალიანი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1928  (90 წლის)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჯვარისა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილისოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1963 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1965 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; 1966 წლიდან პროფესორი. მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია დიალექტური მატერიალიზმი, ბუნებათმეცნიერების ფილოსოფიური პრობლემები, მეცნიერებათა მეთოდოლოგია და ქართული ფილოსოფიის ისტორია. ჩამოაყალიბა თვალსაზრისი მეცნიერული ცოდნის ფსევდოაფსოლუტური ხასიათის შესახებ, რომელიც შემდეგ ღირებულებაზეც გაავრცელა.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია. – თბ.,1977. – გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსფიურ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს ეროვნული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: