The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ავალიანი

დაბადების თარიღი:27 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1922  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა ნიკოლოზის სასაფლაო (ყოფილი კიროვის, ახლანდელი ვერის ბაღი), თბილისი
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი 1904 წელს.

1909 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი; 1909–1916წწ. მასწავლებლობდა ოდესის კერძო სასწავლებლებში და თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებში; იყო გაზეთ "Южный кооператив"-ის რედაქტორი; 1916–1918წწ. პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტია; 1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში, ხელმძღვანელობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს საწარმოო ტექნოლოგიურ განყოფილებას; 1921–1922წწ. იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს 50–მდე შრომა; ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთ–ერთმა პირველმა შეისწავლა მეცნიერულად 1861 წლის საგლეხო რეფორმის ისტორია ამიერკავკასიაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი კოოპერაციის საკითხებზე. მას ეკუთვნის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო და საუნივერსიტეტო კურსი კოოპერაციის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბ.,1977.– გვ.59; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა რესპუბლიკის გარეშე ვაჭრობის კომისარიატის კოლეგია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: