The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ავალიშვილი

დაბადების თარიღი:6 მაისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1966  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს.

1931–1933წწ. იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე; 1933–1937წწ. ბათუმის ცენტრალური ტროპიკული სადგურის ეპიდომიოლოგი; 1937 წლიდან– დირექტორი; მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე; ომის შემდეგ მუშაობდა აჭარის სანიტ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმად. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწერალ ნინო ავალიშვილის და.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბილისი., 1977.– გვ.61

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1956-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - აჭარის დამსახურებული ექიმი
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მ. შ. საბრძოლო ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: