The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ავალიშვილი

სალომე ავალიშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1965  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს. კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ მუშაობდა თბილისში სამედიცინო პარაზიტოლოგიის პროფილით. 

1928–1933წწ. იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე; 1933–1937წწ. ბათუმის ცენტრალური ტროპიკული სადგურის ეპიდომიოლოგი; 1937 წლიდან– დირექტორი; 1937 წელს მისი თაოსნობით პირველად აჭარაში, ბათუმის ცენტრალურ ტროფიკულ სადგურთან ყალიბდება ჰელმინთოლოგიური განყოფილება. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე; 1954 წლიდან აჭარის სანიტ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარი ექიმია. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები მათ შორის "საბრძოლო ორდენი". მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორია. პირველი ექიმი-პარაზიტოლოგი ქალი, აჭარაში მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მწერალ ნინო ავალიშვილის და.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბილისი., 1977.– გვ.61; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.292; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.305-306 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭო, მეოთხე მოწვევის დეპუტატი (1955-)
  • აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე
  • აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • აჭარის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1956-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - აჭარის დამსახურებული ექიმი
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: