The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ აზმაიფარაშვილი

ზურაბ აზმაიფარაშვილი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (ჭადრაკის  სპეციალიზაცია) 1981 წელს.

საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის (1973); სსრკ ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში (1976); სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1978); ვროპის ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980); საქართველოს ჩემპიონი (1980); საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი; საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს (1981) და ორგზის ვერცხლის პრიზიორი (1983, 1985 ) საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში; სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალის გამარჯვებული (1982); საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (1983); სსრკ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე (1983, 1986); ახალგაზრდული თამაშების ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1983, 1985); საქველმოქმედო მატჩის - მსოფლიო ნაკრები საბჭოთა ნაკრების წინააღმდეგ მონაწილე (1988); მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული (1989); "კრემლის ვარსკვლავების" ორივე გათამაშების ფინალური ეტაპის მონაწილე (1993, 1994); ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - კლუბი "ბოსნა" - სარაევო (1994); მსოფლიო ჩემპიონატის ზონალური ტურნირის გამარჯვებული (1995); ნოკაუტ სისტემით გამართული ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1997 - გრონინგენი, 1996 - ლას-ვეგასი, 2000 დელი, 2001 - მოსკოვი, 2004 - ტრიპოლი); საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი ლიდერი საჭადრაკო ოლიმპიადებზე (1992- მანილა, I დაფა +4; 1994 მოსკოვი +4; 1996 - ერევანი + 2; 1998 - ელისტა +6; 2000 - სტამბული + 1; 2002 - ბლედი + 3; 2004 - კალვია +2); მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული პერფორმანსით - (1998, ელისტა); მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი I დაფის შედეგების მიხედვით (1998); საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის პირველი ქართველი ბრინჯაოს პრიზიორი (2001); პირველი საკონტინენტთაშორისო მატჩის "ევროპა-აზია" მონაწილე და გამარჯვებული (2001); ფიდე-ს გრნ-პრის გათამაშების მონაწილე (2002, დუბაი, მოსკოვი); ახალი საუკუნის მატჩის - "რუსეთი - მსოფლიო" მონაწილე და გამარჯვებული მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში (2002); ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1999, 2003, კლუბი "კისილიაკი"); ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (2003, პლოვდივი); თბილისის, ბერლინის, ალბენის, ჰარარეს, ჰავანის, ამსტერდამის, ლონდონის, მოსკოვის, ლეონის, ტოლედოს, სან-სებასტიანის, სან-როქეს, სიდნეის, ნოვა გორიცას, სინგაპურის, რეჯიო-ემილიოს, დოს-ერმანას, ანტვერპენის, ვუნგტაუს და კიდევ ოცამდე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული; საბერძნეთის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და თასის მფლობელი - კლუბი "კიდონი"; საქართველოს ჭადრაკის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი (2003, სტამბოლი); 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილის რეიტინგმა ქართული ჭადრაკის სარეკორდო ნიშნულს 2700-ს გადააჭარბა; 2009 წელი -  ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტნის რანგში; ასიანის ჩემპიონი ( 2010); 1987-1994 წწ. მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის გარი კასპაროვის მწვრთნელი-სეკუნდანტი; 1995-1997 წწ. ლეგენდალური იუდიტ პოლგარის მწვრთნელი; 1998 -1999 წწ. ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატის იტიენ ბაკროს მწვრთნელი; 2000-2002 წწ. ტემურ რაჯაბოვის მწვრთნელი; 2007-2010 წწ. სინგაპურის ჭადრაკის აკადემიის საწვრთნელი პროგრამების მენეჯერი; 2012-2015 წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 1-ლი მოადგილე; 2014-2018 წწ. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლმიპიადის საორგანიზაციოს კომიტეტის თავჯდომარე; 2010-2019 წწ. ფიდე-ს აკადემიის სტატუსის მქონე თბილისის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი. არის ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი (2001), ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდოს "ბოტვინიკის ხე" მფლობელი (2010).

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ.I. – თბ., 1977. – გვ.71; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის საჭადრაკო კავშირი (ECU - აერთიანებს ევროპის 54 ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას), პრეზიდენტი (2014-)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, თანაპრეზიდენტი (2000-2004)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (1998-2000)
  • შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაცია, პრეზიდენტი (1994-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ქართული სპორტის რაინდის წოდება
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საერთაშორისო დიდოსტატი
  • 1984 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი
  • 1980 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1978 - სსრკ სპორტის ოსტატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: