შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მათე ალბუთაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯოყოლო, ახლანდელი ახმეტის რაიონი. მათე ალბუთაშვილი მითხოელი (მალხისტის თემი) იყო. შემდგომში მისი მშობლები თიანეთში, სოფელ ჩაბანოში გადმოსახლდნენ, სადაც იმ დროისთვის ემიგრირებული ქისტები ცხოვრობდნენ. ამის გამო ჩაბანოს ხეობას მთიანეთის ქისტეთსაც კი უწოდებდნენ. 1874 წელს მათე ალბუთაშვილი თიანეთის სკოლაში შეიყვანეს, კახეთში გადმოსახლების შემდეგ სწავლა ალვნის დაწყებით სკოლაში განაგრძო, 1880 წლიდან კი თელავის სემინარიაში სწავლობდა. მათე ალბუთაშვილმა სასულიერო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს. 1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალში დააფუძნა. მისი ნაშრომები გაზეთ "ივერიაში" იბეჭდებოდა. მას ეკუთვნის პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული აღწერა; ქართული პრესის ერთ–ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი. წერდა "ქისტი ჩობანის" ფსევდონიმით. "ივერიასა" და "მოგზაურში" გამოაქვეყნა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, წერილები, ისტორიულ–ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ნარკვევი, რომელშიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართული და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვა. ავტორია მოთხრობების: "მაგდანი", "გემბიშ ჰაჯი", "მცირეწლოვანი მესისხლე", "ყინტერ დეეხინი", "ნათაგური" და სხვ. ბავშვებისთვის წერდა შარადებს და გამოცანებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია.– თბ.,1977.– გვ.94; პანკისის სათემო რადიო: radioway.ge; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |