The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მათე ალექსიშვილი

დაბადების თარიღი:20 მაისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1970  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1933 წელს.

1939 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრაზე; 1943–1948წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის სექტორის გამგე; 1949–1950წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1946–1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე. მუშაობდა ანტიკური ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიულ საკითხებზე. იკვლევდა ქრისტეს რელიგიის საკითხებსაც. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია : ტ.1 .– თბ.,1977.– გვ.105

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: