შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიანე ალიბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1944 წელს და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1948 წელს. 1949 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელია; 1985 წლიდან შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგეა; 1968 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მონაწილეობდა ქართული ხელოვნების, აგრეთვე ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში; ბიზანტოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში. ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975), პროფესორი (1976). წყარო: საქართველო : ენციკლოპედია.– თბ., 1997.– გვ.108; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი : gch-centre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |