შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვალე, ახალციხის რაიონი. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში სიტყვიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე XX–ს. 20–იან წლებში. დაამთავრა რომში ვატიკანის უნივერსიტეტი. 30–იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარად და მეცნიერ თანამშრომლად; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა იტალიურ ენას; 1938-1946წწ., 1951-1956წწ. პოლიტიკურ შეხედულებათა გამო იყო რეპრესირებული; იტალიაში ყოფნის დროს აგროვებდა მასალებს საქართველოს შესახებ ვატიკანის ბიბლიოთეკაში; მან გაშიფრა, თარგმნა, დაურთო კომენტარები, გამოკვლევები და გამოსცა საქართველოს ისტორიის შესასწავლად ღირებული ისტორიული წყაროები: ჯუდიჩემილანელი დონ ჯუზეპე "წერილები საქართელოზე XVII–ს." (1964), "ულუგ–ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI-ს. საქართველოზე" (1975), "დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე VII-ს." (1977). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ. 12 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |