The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ გიორგაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1937  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.  ქუთაისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1909 წელს.

1909–1910წწ. იყო გაზეთ "ფონის" რედაქტორ–გამომცემელი; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1918-1919წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი; 1922-1937წწ. ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის, ახალი და უახლესი ისტორიის, ფეოდალური ხანის საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა ისტორიის, საქართველოს ისტორიის საკითხებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ. 3

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დამოუკიდებელი სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაცია "ახალი სხივი" (1919-1921)
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • სოციალ–დემოკრატიული მენშევიკური პარტია, წევრი (1905-1919)
  • ფრაქცია "სხიველები", თავმჯდომარე (1919-1921)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: