შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. 1937-1938წწ. იყო დმანისის რაიონის მთავარი ექიმი და ქირურგი; 1946-1952წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1952-1953წწ. ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების გამგე; 1953-1988წწ. აჭარის მთავარი ქირურგი; 1966-1988წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ქუთაისის ფილიალის გამგე და ქალაქის მთავარი ქირურგი; 1988 წლიდან რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყიფილების კონსულტანტი; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1963). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ.,2012. – გვ.13 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |